saqarTvelos myinvarebi - muryvamis myinvari

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
კოორდინატები 43°06`46` ჩ. გ. 42°48`22` ა. გ.
სიგრძე 3.5 კმ
ფართობი 6 კმ²
ტიპი დაკიდებული

 

დაკიდებული მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განტოტებაზე - სვეტღარის ქედზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 3.5 კმ, ფართობი 6.0 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. მურყვამზე აქვს სათავე მდინარე მურყვამს (ენგურის სისტემა). საზრდოობს სვეტღარის ქედის, ასმაშისა და ნიურმიშის უღელტეხილების კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით.